სოფელ წყალტუბოში ახალი საჯარო სკოლა აშენდება
სოფელ წყალტუბოში ახალი საჯარო სკოლა აშენდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი საჯარო სკოლა აშენდება.

ახალი სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე ტენდერი „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ უკვე გამოაცხადა. ახალი სკოლა 240 მოსწავლეს მოემსახურება.

ფონდის ინფორმაციით, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები, სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი“ 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე.