სოფელ წინუბანში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა
სოფელ წინუბანში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა

პანკისის სოფელ წინუბანში უბედური შემთხვევა მოხდა.

ქავთარაშვილების ოჯახში და-ძმებთან თამაშის დროს გოგონა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, და-ძმების მიერ მიერ სიმაღლეზე შეგდებული თავსაფრის ჩამოსატანად ასულ გოგონას ფეხი დაუცდა და რკინის კონსტრუქციას ჰიჯაბით ჩამოეკიდა.

ადგილობრივები თვითმკვლელობას გამორიცხავენ. როგორც საქართველოს პირველ არხს პანკისში მცხოვრებმა ოჯახის ახლობელმა, რამაზ ბაღაკაშვილმა განუცხადა, მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

,,გოგონას მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. დედამისი უმცროსი ძმის წამოსაყვანად საბავშვო ბაღში იყო წასული. ბავშვებმა თამაშისას თავსაფარი აუგდეს თურმე და ჩამოიტანას რომ ცდილობდა, მაშინ ჩამოვარდნილა და რკინის კონსტრუქციას ჩამოეკიდა ჰიჯაბით. შეშინებული ბავშვების კივილზე მთელი უბანი გამოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა”, – განაცხადა ბაღაკაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.