სოფელ წინანდალში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს 
სოფელ წინანდალში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ერთ-ერთი უბნის მოსახლეობამ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები სასტუმრო „რედისონისთვ​ის“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ უბანში მაღალი ძაბვის კაბელის დამონტაჟებას აპროტესტებენ და ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.

აქციის მონაწილეები კომპანიას ალტერნატიული ტერიტორიას სთავაზობენ, რომელიც სოფლიდან შემოვლითი გზის გამოყენებას გულისხმობს.

ბრალდებებს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უსაფუძვლოს უწოდებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში არა მაღალი ძაბვის, არამედ 10 კვ-იან ელექტროსისტემის მონტაჟი ხდება.

„მოსახლეობა ამბობს, რომ ელექტრო გაყვანილობის სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის გარეშე მიდის, რასაც კატეგორიულად უარვყოფ. სამუშაოები მიმდინარეობს ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით. შედგენილი პროექტის მიხედვით, არსებული სტანდარტების დაცვით, მიწაში იდება 10 კვ და არა უფრო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. სამუშაოებს აწარმოებს ჩვენი კონტრაქტორი ფირმა, რომელიც პასუხისმგებელია შესრულებული სამუშაოების სისწორეზე და ამას „ენერგო-პრო ჯორჯია“ მკაცრად აკონტროლებს”, – განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.

დატოვე კომენტარი