სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა

12:18, 04.07.2023

კახეთში, სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სოფლის ცენტრში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლა.

ადგილობრივები მკვლელობის მოტივს ვერ ასახელებენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი