სოფელ ვეჯინში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ვეჯინში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კახეთში, სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქალს მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული შემავალი ჭრილობების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული დაჭრილი ქალის მეუღლე, რომელმაც ცოლის დაჭრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ თვითდაზიანენები მიიყენა. ექიმის განმარტებით, მამაკაცს ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს. მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით წარუდგენენ.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გუშინ მოხდა.  ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილი მოკლა შემდეგ კი ცოლი დაჭრა. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.