სოფელ ვეჯინში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

12:52, 11.08.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში კორონავირუსით ინფიცირებული 27 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებისა და კონტაქტების კვლევის შედეგად, „კოვიდ-19“ ინფიცირებული პირის დასაც დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მცხოვრებს, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები და კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.​ მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი