სოფელ ვაზისუბნიდან ერთი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა სამართალდამცველებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს
სოფელ ვაზისუბნიდან ერთი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა სამართალდამცველებმა იპოვეს და სახლში დააბრუნეს

ერთთვიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი პოლიციამ იპოვა და სახლში დააბრუნა.

ოჯახის წევრების თქმით, 24 წლის მამაკაცი სახლიდან ერთი თვის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

როგორც პირველ არხს ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ეს მისი უგზო-უკვლოდ გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დაკარგულის კვალს თბილისში, ერთ-ერთ მონასტერში მიაკვლიეს და დარჩიაშვილი უკვე საკუთარ სახლში, სოფელ ვაზისუბანში იმყოფება.