სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

19:10, 20.08.2018

თელავის სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს BMW-სა და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

მსგავსი