სოფელ უშაფათის მაცხოვრებლები დაზიანებული ხიდისა და შიდა სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ
სოფელ უშაფათის მაცხოვრებლები დაზიანებული ხიდისა და შიდა სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და შიდა სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ.

ადგილზე სოფელ უშაფათიდან სენაკის საკრებულოს წევრი ლევან გაბელია მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემას უმოკლეს დროში მოაგვარებს და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

სოფელში პრობლემები რამდენიმე დღის წინ, უხვმა ნალექმა შექმნა, რომლის შედეგად მდინარეები ადიდდა, დაზიანდა ხიდი და სასოფლო გზები.