ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოკლული ახალგაზრდა ქალი ბაქოში გადაასვენეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოკლული ახალგაზრდა ქალი ბაქოში გადაასვენეს

25 წლის ქალი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მეუღლემ მოკლა, ცოტა ხნის წინ ბაქოში გადაასვენეს.

როგორც მეზობლები ამბობენ, ცოლ-ქმარი ბოლო სამი თვის განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და საქართველოში გუშინ დილით დაბრუნდნენ.

მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახს დახლოებით ექვსი თვის წინაც ჰქონდა პრობლემები და სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა.

ცოლ-ქმარს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

მკვლელობა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა და იგი დაკავებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.