სოფელ სვენეთში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა

17:08, 04.09.2018

გორში, სოფელ სვენეთში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა.

ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ხანძრის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

მსგავსი