სოფელ შუა სურებში მეწყერი ჩამოწვა
სოფელ შუა სურებში მეწყერი ჩამოწვა

უამინდობის გამო, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა სურებში, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

პირველი არხის კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

გაწმენდითი სამუშოები კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

,,მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დღის მეორე ნახევრისთვის გზა გაიხსნება და გადაადგილების პრობლემა მოიხსნება“, – აცხადებს ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თეა ბაიაჯანი.