სოფელ შუა სურებში გადაკეტილი გზა გაიხსნა
სოფელ შუა სურებში გადაკეტილი გზა გაიხსნა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა სურებში, უამინდობის გამო გადაკეტილი გზა გაიხსნა და ამ დროისთვის ავტომობილები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.

გუშინ, გვიან ღამით, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ჩახერგილი იყო საავტომობილო გზა.

შუა სურებში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.