სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ორმეთის დასახლებაში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლს, რომელშიც ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ცეცხლი დილის საათებში გაუჩნდა. უცნობია, რა გახდა ამის მიზეზი.

„სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან მალევე მივიდა, თუმცა სახლი უკვე დამწვარი იყო. ადგილზე იმყოფებიან სოფლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.