სოფელ შილდის ტყეში ხანძარია
სოფელ შილდის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული და სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ადგილამდე ფეხით მივიდნენ. სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.