სოფელ შემოქმედში მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

19:46, 18.04.2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

ახლობლების განცხადებით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

„პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში. მაშინვე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ, პაციენტს გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი“, – აცხადებს ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ჩანიშნულია ექსპერტიზები.

მსგავსი