სოფელ შემოქმედში ევროპის საუკეთესო კაიაკერების ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
სოფელ შემოქმედში ევროპის საუკეთესო კაიაკერების ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ევროპის საუკეთესო კაიაკერების ფინალური დაშვება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ჩემპიონატი უკვე მეოთხედ ჩატარდა.

სპორტსმენთა დაჯილდოვების ცერემონიას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე და ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან საქართველოს კაიაკინგის საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.