სოფელ შემოქმედში ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა
სოფელ შემოქმედში ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ექსტრემალურ კაიაკინგში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

ბოლო ეტაპის შემდეგ, ქალთა და ვაჟთა შორის გამარჯვებული კაიაკერები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი წელს ავსტრიელმა სპორტსმენმა დაიკავა.

შეჯიბრი Bzhuzha Race სამი დღის წინ დაიწყო. ჩემპიონატში 9 სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს 30-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. Bzhuzharace 2018 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.