სოფელ შავშვებში ოსური ენის დღე აღინიშნა
სოფელ შავშვებში ოსური ენის დღე აღინიშნა

სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღე აღინიშნა.

ღონისძიება სახელწოდებით, „ვილაპარაკოთ ოსურად“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიესალმა და ოსური ენის დღე მიულოცა.

შავშვების საჯარო სკოლაში ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას სოფლების, ნიგოზასა და წითელუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებიც ოსურ ენის შემსწავლელ წრეებში სწავლობენ.

დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ.

ღონისძიების მონაწილეებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან გადაეცათ საჩუქრები და გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების კრებული „მესაფლავენი“. ასევე მათ გადაეცათ წიგნები ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით.