სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ბაირამობა მიულოცა
სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ბაირამობა მიულოცა

ყურბან-ბაირამობის დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური​ ავრცელებს.

შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

დატოვე კომენტარი