სოფელ შატილში სახალხო დღესასწაული „შატილობა-2018“ აღინიშნება [ფოტო]
სოფელ შატილში სახალხო დღესასწაული „შატილობა-2018“ აღინიშნება [ფოტო]

სოფელ შატილში სახალხო დღესასწაული „შატილობა-2018“აღინიშნება.

შატილიონები ამ დღისთვის დილიდან ემზადებოდნენ . დაიგეგმა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელიც ლუდის კოდის დალოცვის რიტუალით გაიხსნა. რიტუალი ხევისბერმა ჩაატარა, რის შემდეგაც დოღი გაიმართება.

ასევე ჩატარდება ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე.

კონცერტი ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით გაგრძელდება.

დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდება.