სოფელ შაშიანში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს
სოფელ შაშიანში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, გუშინ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს.

სამსახურში მისულ ბაღის აღმზრდელებს დილით ჭიშკარი გატეხილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.

„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს worldvision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დაჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს”,- განუცხადა პირველ არხს გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.