სოფელ შაქრიანში შხამიანმა გველმა 50-წლამდე ქალი დაკბინა

17:35, 02.07.2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში მცხოვრებ 50-წლამდე ქალს გველმა დაკბინა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი ბოსტანში მუშაობდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი ჯერ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს, ხოლო შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის მაია მრელაშვილის განცხადებით, ქალს შრატის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა.

„ქალბატონმა, რომელიც ხელზე ნაკბენით შემოიყვანეს გვითხრა, რომ მას ეზოში მუშაობისას გიურზამ უკბინა. გაეწია პოლივალენტული შრატით დახმარება, თუმცა ქალს ალერგიული რეაქციიდან გამომდინარე განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მისი ტოქსიკოლოგიური პროფილის განყოფილებაში გადაგზავნა გახდა საჭირო“, – განაცხადა მრელაშვილმა.

კახეთში, ერთი თვის განმავლობაში, ქვეწარმავლის მიერ დაკბენის ეს უკვე მესამე შემთხვევა.

მსგავსი