სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს
სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს. დაკავებული სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია.