სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.