სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ
სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ სალიბაურში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, გზის მშენებლობამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა, რის გამოც სახლებში ცხოვრება საფრთხის შემცველი გახდა. ისინი კომპენსაციას ან შესაბამის ალტერნატიულ საცხოვრებლებს ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება.