სოფელ საიმედოში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა
სოფელ საიმედოში ავტოავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ფურგონი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.