სოფელ საღანძილეში მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს

15:25, 08.02.2019

ხარაგაულის სოფელ საღანძილეში მეხანძრე-მაშველებმა ორმოში ჩავარდილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

ძაღლი ბეტონის ფილებს შორის იყო მოყოლილი და ამოსვლას ვერ ახერხებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მაშველების თქმით, ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მსგავსი