სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
default
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ საფარლოდან ქალაქ დმანისამდე მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 14.9 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.
არსებულ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და გზის ტექნიკური მდგომარეობა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში 14.9 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები და გაბიონები.
ასევე გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების, შემოფარგვლისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 12.5 მილიონ ლარამდეა.