სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ კლინიკაში მოინახულა

15:28, 07.01.2025

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკაში მოინახულა.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

მსგავსი