სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული პირი გარდაიცვალა
სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული პირი გარდაიცვალა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, მშენებარე საავადმყოფოში ერთ-ერთი მუშა, შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კომაში მყოფი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა, ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ შეძლეს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ჯერ უცნობია, რა გახდა შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ის საავადმყოფოს მშენებლობის შიდა სამუშაოებზე იყო დასაქმებული.