სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი იხსნება
სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი იხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერეს.

ცენტრი აღჭურვილი იქნება ყველა იმ სერვისით, რომელსაც თბილისისა და ზუგდიდის ტექნოპარკები სთავაზობს მომხმარებელს.

რუხის ინოვაციების ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნება, ის რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზეა განთავსებული.