სოფელ რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა
სოფელ რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ რუხში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა. კლუბი რუხის საზოგადოებრივ ცენტრშია განთავსებული.

კლუბი გაიხსნა პროგრამა „ინგლისური ენა თემისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს, შეიძინონ დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს: ინგლისური ენის კლუბების გახსნა, პედაგოგების „ცვლილებების გამტარებლებად“ გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ ტრენერების მომზადება, რომლებიც თავის მხრივ, 100 მასწავლებელს გადაამზადებენ ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ინგლისური ენის კლუბი აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი რესურსებითა და ტექნიკით. ჩატარდება კლუბური მეცადინეობები, ასევე მოეწყობა ბიბლიოთეკა. კლუბით სარგებლობა შეეძლება როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს მიმდებარე სოფლებიდან.

13 დეკემბერს ინგლისური ენის კლუბი სოფელ ტყვიავშიც გაიხსნა.

პროგრამა „ინგლისური ენა თემისთვის“ პარტნიორები არიან საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია.