სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება
სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება.

სოფელ რუხში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, დავით მუჯირი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები იმყოფებოდნენ. ლევან კობიაშვილმა, სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნო.

6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთი რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ეროვნული კატეგორიის „სი“ (С) ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.