სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში. ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სამგზავრო მანქანა შეეჯახა.

„ოპელის“, „ნივისა“ და მინივენის შეჯახების შედეგად, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო სამმა მგზავრმა, მათ შორის ერთი ქალი და ორი მამაკაცია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ​გადაჰყავს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.