სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

10:16, 26.11.2020

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი