სოფელ ქვიტირის მოსახლეობა გზაზე ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვს  
სოფელ ქვიტირის მოსახლეობა გზაზე ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვს  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ცენტრალურ გზაზე ავარიების შემთხვევები გახშირდა.

“ყოველ კვირას ადამიანები იღუპებიან. ბოლო შემთხვევა გუშინ მოხდა, შუახნის ქალბატონი გზას კვეთდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა”, – განაცხადა აქციის მონაწილე მარინა გვადიბაძემ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან გზაზე ჭკვიანი კამერების და გზის ბარიერების დამონტაჟებას ითხოვენ. ადგილობრივები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.