სოფელ ქვემო ბოლნისში „ლიბერთი ბანკის“ მანქანა შევიდა და ადგილობრივებს პენსია დაურიგდათ
სოფელ ქვემო ბოლნისში „ლიბერთი ბანკის“ მანქანა შევიდა და ადგილობრივებს პენსია დაურიგდათ

სოფელ ქვემო ბოლნისში, სადაც უკვე სამი დღეა, კონტროლი გამკაცრდა, ადგილობრივებისთვის პენსიების დასარიგებლად „ლიბერთი ბანკის“ ავტომანქანა შევიდა.

პენსიების ასაღებად მისული ადგილობრივების ნაკადის მოწესრიგებისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფის მიზნით, პროცესში სამართალდამცველები და მოხალისეთა ჯგუფები იყვნენ ჩართული.

„ერთი საათის წინ შევიდა „ლიბერთი ბანკის“ მანქანა, რომელიც არიგებს პენსიებს. წესრიგი და დისტანცია უზრუნველყოფილია. მოხალისეები იმყოფებიან ადგილზე ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად და ეს საკითხი მოგვარებულია. მივიღეთ ინფორმაცია, რომ დისტრიბუცია მუშაობს ჩვეულებრივად, შეკვეთის შემდეგ მოდის დისტრიბუციის მანქანა და მაღაზიებში ხდება მათი განაწილება. ასევე, შეტანილი გვაქვს სოციალური პაკეტები, 100 პაკეტი, რომლის დარიგებაც მოხდება.

სხვა მხრივ, სიმშვიდეა. მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულია კარანტინით დაწესებული შეზღუდვების შესახებ“, – განაცხადა ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.