სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ჩვენ გვახსოვს ომის გმირები და პატივს მივაგებთ. გვახსოვს ადამიანები, რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოაძევეს. სახელმწიფო მათ გვერდით დგას. მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დარეგულერების მიზნით“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.