სოფელ ქისტაურში ავტომობილი ხიდის მოაჯირს შეეჯახა და ამობრუნდა

22:10, 22.11.2017

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი საავტომობილო გზიდან გადავიდა და ჯერ ხიდის მოაჯირს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი მგზავრები დაშავდნენ.

მძიმეა 68 წლის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ავტორი: ჟანა დიდებაშვილი

მსგავსი