სოფელ ქაქუთის მცხოვრებლები ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ
სოფელ ქაქუთის მცხოვრებლები ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

ქობულეთის სოფელ ქაქუთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ქაქუთის მცხოვრებლები ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

„გზაზე ორმოები სოფელ ლეღვადან იწყება და ოზურგეთის შესასავლელამდე მოძრაობა უკვე შეუძლებელია. მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც და არ არსებობს გარე განათება. მზიან ამინდში მტვერი, წვიმაში კი ტალახი გვაწუხებს“, – აცხადებს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მოუწესრიგებელი გზის გამო, სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა მარშრუტი შეიცვალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გზის რეაბილიტაცია არა ერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.