სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით „მოპედი“ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაჯახების შედეგად „მოპედის“ მძღოლიც და ქვეითად მოსიარულეც მძიმედ დაშავდნენ.

ორივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

დატოვე კომენტარი