სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული გოგლაობა გაიმართა
სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული გოგლაობა გაიმართა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული გოგლაობა გაიმართა, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს უკავშირდება.

სახლში, სადაც მწერალი დაიბადა და გაიზარდა, დღეს პოეტები, მწერლები და გიორგი ლეონიძის შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.

გოგლაობის დღესასწაულს პოეტის სახლ-მუზეუმში 1967 წლის მაისს ჩაეყარა საფუძველი.

წელს საქართველოში გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

მწერალი 1966 წელს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.