სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა
სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

როგორც ისინი აცხადებენ, მრავალი წელია, გზების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათივე თქმით, ყოველ ზაფხულს ამ პრობლემას წყალმომარაგების პრობლემები ემატება.

აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე შეხვდა. მერის განცხადებით, მისთვის აღნიშნული პრობლემები ცნობილია, თუმცა მათი გადაჭრის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს.