სოფელ ოქროყანის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა
სოფელ ოქროყანის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა

სოფელ ოქროყანის გზაზე სატვირთო ავტომობილი (ბეტონმზიდი) ამობრუნდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამობრუნდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდა.