სოფელ ნოსირთან ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
სოფელ ნოსირთან ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ვიდეომალას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.