სოფელ ნოჯიხევში სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა
სოფელ ნოჯიხევში სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის მოსახლეობა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, უკვე წლებია, ადგილობრივები გაუსაძლის პირობებში არიან და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

„თავად ხედავთ, რა მდგომარეობაა. გზა არ გვაქვს, არავინ გვაქცევს ყურადღებას, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და როდესაც წვიმს, წყალი სახლში შემოდის. დახმარებას ვითხოვთ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, კონკრეტულ საკითხზე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.