სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა
სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.