სოფელ ნოჯიხევის სკოლაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
სოფელ ნოჯიხევის სკოლაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლაში დილის საათებში ხანძარი გაჩნდა.

როგორც გაირკვა, ცეცხლი ფიზიკის კაბინეტში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაჩნდა.

სკოლის დირექტორის თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და არც არავინ დაშავებულა.

ნელი ლიპარტიას ინფორმაციით, დამწვარია ოთახში განთავსებული სასწავლო ინვენტარი.

ხანძრის ლიკვიდირებისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი მუშაობდა.

შს სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადანადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი