სოფელ ნატახტართან არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა გზა გადაკეტეს
სოფელ ნატახტართან არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა გზა გადაკეტეს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა  და თანასოფლელებმა სოფელ ნატახტართან გზა გადაკეტეს. აქციაში, რომელსაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები შეუერთდნენ, წილკანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მონაწილეობს.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული ტერიტორიიდან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან.

ადგილზე სართალდამცველებიც არიან მობილიზებული.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა  არჩილ ტეტუნაშვილისცხედრის დღეს გადმოცემაზე  უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.